Thursday, December 4, 2008

VIIIგ კლასის მოსწავლე ბექა ბალიაური

ომი საშინელებაა. როცა რუსეთსა და საქართველოს შორის ომი დაიწყო მე სოფელში ვიყავი. მეშინოდა ვაი თუ ჩემს სკოლას ბომბავენ მეთქი.საქართველოს ჯარის ერთ-ერთი დისლოკაციის ადგილი იყო სოფელი ტყვიავი, აქ მობილიზირებული იყო თითქმის ყველა გორში არსებული ქვედანაყოფი.რუსეთის მოიერიშეები ხშირად კვეთდნენ საქართველოს საჰაერო საზღვარს. ღამე რაკეტებისაგან ცა გაწითლებული იყო. ბიჭები ვიკრიბებოდით და დურბინდით ვუცქეროდით როგორ მიჰქროდნენ გორისკენ რაკეტები.
დღე-დღეს მსდევდა. ომი არ წყდებოდა. მოიერიშეები ჩვენს სახლთან აკეთებდნენ მანევრებს რათა აეცილებინათ თავიდან ქართველებისაგან ნასროლი რაკეტები, ამას ტყვიავის დაბომბვაც დაემატა და ჩემი მშობლები ძალიან შეშიდნენ, სოფლიდან თბილიში წავედით და #81 სკოლას შევაფარეთ თავი.




IXბ კლასის მოსწავლე გიორგი დვალიშვილი
სამშობლოს ისტორია ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია.არც მე ვარ გამონაკლისი,მიყვარს ჩემი სამშობლო და მისი მომავალი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.მრავალჭირგამოვლილი საქართველო,რომელიც დამოუკიდებელი და თავისუფალი გახდა,2008 წლის 7 აგვისტოს კვლავ საომარ მდგომარეობაში აღმოჩნდა.საქართველო ცდილობდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.რუსულმა აგრესიამ კი ქვეყანა საომარ მდგომარეობაში ჩააყენა.8 აგვისტოს,დილით რუსულმა ავიაციამ დაიწყო ქალაქ გორის დაბომბვა.ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე ,რამაც საშინლად იმოქმედა ჩემზე.წიგნებიდან წაკითხული და ფილმებიდან ნანახი ომი ჩვენს რეალობად იქცა.იწვოდა სახლები და დასახიჩტრებული ხალხი ძირს ეყარა,შეშინებული მოსახლეობა გარბოდა საკუთარი სახლებიდან.ცხინვალის მიმდებარი ქართული სოფლები დაიცალა მოსახლეობისგან.გორის მოსახლეობაც ტოვებდა ქალაქა.ხალხმა ძირითადად თავი დედაქალაქ თბილისს შეაფარა,მათ შორის მეც.დაბომბვა თითქმის ერთი კვირა გაგრძელდა.მსოფლიო შეძრა საქართველოში მომხდარმა ანბავმა.მხოლოდ მათი ჩარევით მოხდა ცეცხლის შეწყვეტა.შემდეგ რუსებმა დაიწყეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია.ქალაქი გორი რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს.მომხდარი ომი არასოდეს დაავიწყდება ჩვენს თაობას.საქართველოს ბერმა ქვეყანამ გაუწოდა დახმარების ხელი.საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლას სარკოზის ჩარევითთ ცეცხლი შეწყდა,ოკუპაცია ნაწილობრივ მოიხსნა,მაგრამ საქართველოს 20% კვლავ ოკუპირებული რჩება.იმედია ჩვენი ერთად ყოფნით და სიყვარულით გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას.ჩემი დიდი სურვილია სქართველო კვლავ ვნახო აყვავებული.


IVა კლასის მოსწავლე მარიამ ბზიშვილი


IVა კლასის მოსწავლე მარიამ ბზიშვილი
მე, მარიამ ბზიშვილი ვარ 9 წლის მე-7 სკოლის IVა კლ.მოსწავლე ვცხოვრობ ქ.გორში,(კომბინატის დასახლებაში)
მოსკოვის ქ.#8-ში საერთო საცხცოვრებელში.აქ დავიბადე და გავიზარდეთ მე და ჩემი და-ძმა.მიუხედავად ხელმოკლე ცხოვრებისა,თავს ბედნიერად ვგრძნობდი აგვისტოს მოვლენებამდე.8 აგვისტოს დილით მე და ჩემი პატარა ძმა ეზოში ვიყავით. მაღაზიიდან დაბრუნებული დადა კი სახში იყო შესული შიდა ოთახში. უეცრად გამაყრუებელი ხმა გაისმა. ხმაურზე ჩემს ძმას ხელი მოვკიდე და სახლისაკენ გავიქეცი დედა კი სახლიდა ჩემსკენ მოემართებოდა. ბომბის ძლიერმა აფეთქებამ მე და ჩემი პატარა ძმა დედას შეგვაჯახა. ცოტა ხანში გარეთ გამოსვლა გავბედეთ და დავიწყეთუახლოეს თავშესაფრის ძებნა. არ ვიცოდით საით წავსულიყავით რადგან არცერთი თავშესაფარი ღია არ გვეგულებოდა და არც ის ვიცოდით რამდენად უსაფრთხო იყო გადაადგილება. შემდეგ, გავიგე რომ ჩვენი ბინის სარდაფი ღია იყო და გარშემო ბინებიდან ყველა ბავშვიანი და მოზარდები იქ მოვგროვდით. სარდაფში დახუთული ჰაერი იყო ჩრმს გულს ბაგა-ბუგი გაუდიოდა და სიშისაგან ფეხები მიკანკალებდა.დედას შეეშინდა რადგან მე და ჩემს ძმას სახეზე ფერი არ გვედო და წყლის მოტანა გადაწყვიტა. გაუბედავად შევიდა სახლში, წყალი, წამლები და საბუთები გამოიტანა. ქალაქი პანიკას მოეცვა. როდესაც მოძრაობა გაიხსნა ქალაქიდან გასვლა გადავწყვიტეთ თამარისში ვაპირებდით წასვლასმაგრამ როდესაც თბილისს მივუახლოვდით გავიგეთ რომ მარნეული დაიბომბა და თბილისში დავრჩით ორხევში.
9 აგვისტოს გათენებისას 36 საავიაციო ქარხანა ააფეთქეს რომლის ხმამაც და რყევამაც ჩვენამდე მოაღწია. შემდეგ ყოველდღე გვესმოდა ბომბების ჩამოვარდნის ხმა და ვიგებდით ინფორმაციას თუ სად ვარდებოდა ეს ბომბები, რაც ძნელი გადასატანი იყო ჩემთვის რადგან ვიცოდი ,რომ არავინ არაფრით იყო დაზღვეული.
როდესაც აგრესორებმა ჩვენი ქალაქი დატოვეს ჩვენ გადავწყვიტეთ სახლში დაბრუნება, სადაც დაგვხვდა დანგრეული უბანი და დალეწილი სახლი და ზოგიერთი მეზობელი გარდაცვლილი, სკოლა კი რომელშიც ვსწავლობდი იყო დაზიანებული და სასწავლებლად გამოუყენებელი.
ბინის შეკეთებამდე დროებით ყოფილ პოლიციის შენობაში შეგვასახლეს, ჩვენი სკოლაც დროებით მე-10 სკოლამ შეიფარა.
ჩემთვის ძნელია, როცა სახლიც დასკოლაც სხვის კარზე მაქვს.
მსოფლიოს ბავშვებს ვუსურვებ მშვიდობას.მათ არ ენახოთ ის რაც მე ჩემი თვალით ვნახე და ყურით მოვისმინე.იმ საზარელი ბომბების ხმა რომელიც ასე უხვად რუსეთმა საქართველოში.





IVა თინათინ კევლიშვილი

ზაფხულში ვიყავი დასასვენებლად ურეკში,ჩამოვედი 7 აგვისტოს,საღამოს.ფანჯრიდან რომ ვიხედებოდი დროდადრო ნათდებოდა,სახლი ზანზარებდა.ღამით ცუდად გვეძინა შიშისაგან,ხოლო დილით პირველი ჭურვის ჩამოგდებისას საშინელი ხმა გავიგონე.ომი არასდროს მინახავს მაგრამ მივხვდი რომ ძალიან საშიშია,რადგან ირგვლივ გამწარებულ და ატირებულ ხალხს ვხედავდი.მაშინვე თბილისში მამიდასთან წავედი იქამდე,სანამ ქალაქიდან ჯარი არ გავიდა.




IVა კლასის მოსწავლე თათია ჩურდაძე

ძალიან დიდი შიში გამოვიარე,იმ დღეს როცა გორი დაიბომბა,ბებიასთან ვიყავი,გარეთ ბავშვებთან ვთამაშობდი,როდესაც გორიჯვარზე ბომბი ჩამოვარდა.საზარელი ხმაგავიგე და მთებს შევხედე საშინელი კვამლი ასდიოდა.ძალიან შემეშინდა სახლში შევარდი და ბებიას შველას ვთხოვდი.მეზობელმა იმ წუთში სოფელ წედისში გაგვაქანა.მე მაინც მეშინოდა,ტელევიზორიდან ვადევნებდი თვალს როგორ გრძელდებოდა ჩვენი სამშობლოს დაბომბვა და დაჩაგვრა.ძალიან მინდა სიმშვიდე იყოს. ღმერთმა თავისი კალთა გადმოგვაფაროს და ყველა ლტოლვილი სახლში დააბრუნოს..ძალიან მეცოდება და გული მტკივა იმ ადამიანებზე ვისაც მართლა დაკარგა ყველაფერი ერთადერთი ოცნება მაქვს რუსები დაბრუნდნენ თავის მიწაზე და ჩვენ ყველანი დაუბრუნდეთ ადრინდელ ცხოვრებას.იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება და მალე დატოვებენ ბარბაროსები საქართველოს.

2 comments:

ჯემალი said...

დიდი ინტერესით წავიკითხე ბავშვების ჩანაწერები. მუდამ საინტერესოა თვითმხილველის მონაყოლი. ყველას გისურვებთ მშვიდობიან ცას და ბედნიერ ცხოვრებას.

elen said...

თეა,
მართლაც ძალიან საინტერესო ჩანაწერებია,სამწუხაროდ დარწმუნებული ვარ,რომ ძალიან ბევრი რამ აქვთ მოსაგონარი თქვენი სკოლის ბავშვებს,რადგან სწორედ თქვენი სკოლა დაზარალდა ყველაზე მეტად გორში ამ კონფლიქტის დროს. . .
მომავალშიც დიდი ინტერესით მივადევნებ თვალს თქვენს ნამუშევრებს და სიამოვნებით გეწვევით უკვე აღდგენილ სკოლაში.

პატივისცემით ელენე ხაჩიძე